logo
ENG



რუსეთის ძალების განცხადებით, მათ ბახმუტთან სოფელი "გაათავისუფლეს"

09 იან 202320:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/qufzyestizqoqfs.jpg

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული ძალები აცხადებენ, რომ მათ აიღეს დონეცკის ოლქის სოფელი ბახმუცკე.

"2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოფელი ბახმუცკე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს." - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელი ბახმუცკე სოლედართან და ბახმუტთან მდებარეობს, სადაც თვეების განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტს და სოლედარს "ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ადგილი" უწოდა.


close დახურვა